სოფლის მეურნეობის საქმე

პროკურატურა: სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეში პატიმრობა აღარაა საჭირო

facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს მექანიზატორის საქმეში პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა, აღარ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე. შესაბამისად, ამოწურულია ბრალდებულთა პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს მექანიზატორის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას, სამსახურებრივ გულგრილობასა და ექსპერტებზე ზეწოლის გამოძიებას ეხება.

კომენტარები