სოზარ სუბარი: ციხე ზოგადად არ არის კემპინსკის სასტუმრო

ვანო მერაბიშვილიც და ნებისმიერი სხვა პატიმარიც დღეს იმყოფება ბევრად უკეთეს პირობებში, ვიდრე ნაციონალები ამყოფებდნენ ადამიანებს. იქ არ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, ადამიანის უფლებები არის დაცული, წამება არ ხდება, კვებასთან, ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები არის მოგვარებული ისე, როგორც არასდროს და რამე განსაკუთრებული პირობები... ციხე ზოგადად არ არის კემპინსკის სასტუმრო და ის პირობები, რაც კემპინსკშია, არც მე-9 დაწესებულებაში იქნება და არც მე-17-ში და არც სხვაგან სადმე

სასჯელაღსრულების მინისტრი გამოეხმაურა იაროსლავ კაჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ციხეში ვანო მერაბიშვილის საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით.

კომენტარები