სოციალურად დაუცველი პირების გამოსახლება

სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლება ექსცესების გარეშე მიმდინარეობს

geonews.ge

თბილისის ყოფილ ნომერ 13-ე საჯარო სკოლის შენობაში შესახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ბარგი მტვირთავებს გამოაქვთ და სატვირთო მანქანებში აწყობენ. პროცესი ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულმა სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ განაცხადა, სამართალდამცავებს ბრძანება აქვთ, რომ აღნიშნული შენობა აუცილებლად დღესვე უნდა დაიცალოს, ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებას აზრი არ აქვს.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები თავიანთი პირადი ნივთებით წავლენ ისნის რაიონში მდებარე იმ შენობაში, სადაც მათ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ალტერნატიული ფართი გამოუყო.

კომენტარები