ევროპა ლიგა

გორის დილას და საჩხერის ჩიხურას სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

გორის დილა
fcdila.ge

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. გორის დილას შემდეგ ეტაპზე გასვლის შესანიშნავი შანსი აქვს, რადგან 18 ივლისს დანიური ოლბორგი თბილისში, ანგარიშით 3-0 დაამარცხა. იმ შემთხვევაში, თუ გორელები დანიურ ბარიერს დაძლევენ, მათი მეტოქე ხორვატიის ჰაიდუკისა და მაკედონიის ტურნოვოს წყვილში გამარჯვებული იქნება. ჰაიდუკმა მაკედონიური გუნდი შინ, ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გორის დილა დანიურ ოლბორგთან საპასუხო მატჩს 25 ივლისს გამართავს.

რაც შეეხება საჩხერის ჩიხურას, სოსო ფრუიძის გუნდი შვეიცარიულ თუნთან სტუმრად, 2:0 დამარცხდა. იმ შემთხვევაში, თუ საჩხერელები შემდეგ ეტაპზე გასვლას მოახერხებენ, მათი მეტოქე ჩეხურ სპარტასა და შვედურ ჰაიკენს შორის გამარჯვებული იქნება. გუნდებს შორის პირველი მატჩი ჩეხეთში, ფრედ - 2:2 დასრულდა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 1 და 8 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები