ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2013 წლის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
facebook.com/gdi.ge/

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში 2013 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მოიცავს, ასევე რამდენიმე ისეთ შემთხვევას, რომელიც საანგარიშო პერიოდს ცდება, თუმცა მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ ამ თემების განხილვა აუცილებლად მიიჩნია.

დოკუმენტში შეფასებულია სახელმწიფოს როლი და რეაგირება წამაებასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე, პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებული პატიმრების მიმართ ამნისტიის კანონი, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებული პრობლემები, სამართალდამცავ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, თავისუფლებისა და ხელშეუვალობის, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების, შეკრება – მანიფესტაციის უფლების რეალიზების, რელიგიური შეუწყნარებლობის, ადგილობრივ თვითმართველობებზე ზეწოლისა და სხვა საკითხები.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აღნიშნავს სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა სფეროში რიგი მიმართულებებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. იმავდროულად, ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული ამ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელთა გამოსწორება და პრევენცია მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.

 

კომენტარები