ევროპა ლიგა

საჩხერის ჩიხურა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

ჩიხურა-ვადუცი
www.fcvaduz.li

საჩხერის ჩიხურამ, სტუმრად ლიხტენშტაინის ვადუცთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა. ევროტურნირების დებიუტანტი ჩიხურა შემდეგ ეტაპზე, შვეიცარიის ჩეპიონატის მეხუთეადგილოსან თუნს შეხვდება.

რაც შეეხება ლიხტენშტაინურ დაპირისპირებას, წინა შეხვედრა ანგარიშით 0:0 იყო დასრულებული და ქართველებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გოლის გატანა აუცილებლად ესაჭიროებოდათ. უკვე შეხვედრის მეორე წუთზე, ჩიხურა ჯაბა ჯიღაურმა დააწინაურა. ვადუცმა წონასწორობა 29-ე წუთზე აღადგინა. საბოლოოდ, შეხვედრა თანაბარი გამოდგა, ქართველებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, ერთხელ კი სულაც ხარიხას გაარტყეს ბურთი, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და შემდეგ ეტაპზე ქართული გუნდი გავიდა.

როგორც სავარაუდო იყო, ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა ტორპედო ქუთაისი. საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხების შემდეგ, ქუთაისელებმა სტუმრადაც სამი ბურთი გაუშვეს, თუმცა ამჯერად თავადაც ამდენივეს გატანა მოახერხეს. ქართველთაგან თავი თორნიკე კაპანაძემ 29-ე და 61-ე წუთებზე, ხოლო ალეკო მზევრაშვილმა 79-ე წუთზე გამოიჩინა. 3:3 და შემდეგ ეტაპზე სლოვაკური ჟილინა გავიდა.

კომენტარები