ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: პრაიმერიში მონაწილეობა ჩემი მორალური ვალდებულებაა

wikipedia.org


„ბევრი ვიფიქრე ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მე მას ვიღებ გამომდინარე იმ მორალური ვალდებულებიდან, რაც მე მაქვს ამ დაზარალებული ადამიანების, ჩვენი მხარდამჭერების და მთლიანად საზოგადოების წინაშე" - განაცხადა დავით ბაქრაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში სტუმრობისას.

„მე ვთანხმდები, რომ მონაწილეობა მივიღო პარიმერიში. ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, უნდა იყოს ძალიან მშვიდი, კმაყოფილი, თავის თავში დარწმუნებული, ეს პოლიტიკის ანბანია. მე დღეს არც მშვიდი ვარ და არც კმაყოფილი. ძალიან მაწუხებს ის, რაც ქვეყანაში ხდება. მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე ჩემი მორალური ვალდებულებაა, დავრჩე იქ, სადაც ვარ და გავაკეთო ყველაფერი, რომ პროცესი წავიდეს შერიგების, დამშვიდების და განვითარების მიმართულებით. ეს მძიმე და სერიოზული გადაწყვეტილება იყო, ბევრი ვიფიქრე მასზე, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებ გამომდინარე იმ მორალური ვალდებულებიდან, რაც ამ დაზარალებული ადამიანების, ჩვენი მხარდამჭერების და მთლიანად საზოგადოების წინაშე მაქვს. ეს ვალდებულება მე მკარნახობს არა იმას, რომ გვერდზე გავიწიო და კომფორტულად გვერდიდან ვუყურო, რაც დღეს ხდება, არამედ ჩემს თავზე ავიღო ეს ტვირთი. გნებავთ, დაარქვით ამას ჩემი გარკვეული მძიმე ჯვარი, რომელსაც საკუთარ თავს შეგნებულად ვუწესებ იმისთვის, რა ვალდებულებებსაც და პირად ემოციებსაც მე დღეს ვგრძნობ.'' - ამბობს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი.

დავით ბაქრაძის გარდა, ნაციონალური მოძრაობის პრაიმერიში მონაწილეობას მიიღებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე და შოთა მალაშხია.

კომენტარები