მიხეილ სააკაშვილი გეგმავს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკური ცნობიერებისა და განათლების სტანდარტების ამაღლების მიმართულებით იმუშაოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 27 ივნისს, NATO-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა, დავრჩე არა უბრალოდ პოლიტიკაში, არამედ ვისურვებდი, ვიმუშაო პოლიტიკური ცნობიერებისა და განათლების სტანდარტების ამაღლებაზე - ეს არის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს. ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რის გამოც რაღაცეები ხდება აქ, საბაზისო ცოდნის არარსებობითაა გამოწვეული. ამ თვალსაზრისით, ყველაფერს ვიზამ, რომ საგანმანათლებლო, ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკაში ჩავერთო. არ ვიცი, ამას როგორ გავაკეთებ, მაგრამ ჩემი გეგმა სწორედ ეს არის", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.





