ფარული ჩანაწერები

ფარულ ჩანაწერების კომისიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას შინაგან საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს - აღნიშნულია შსს ოფიციალურ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სპეციალური კომისიის შემადგენლობა დასახელდა. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.

“შეხვედრაზე იმსჯელეს შექმნილი კომისიის საქმიანობისა და კომპეტენციის განსაზღვრაზე. საუბარი ასევე შეეხო ფარული ჩანაწერების არქივის განადგურებასთან დაკავშირებულ საკითხებს”, - აღნიშნულია შსს ოფიციალურ ინფორმაციაში.

კომენტარები