სასამართლო

ვანო მერაბიშვილი: ჩემი დაკავება შემთხვევითი არ არის

ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს, განაცხადა, რომ მისი დაკავება შემთხვევითი არაა მაშინ, როდესაც მის მიერ დაკავებული "კანონიერი ქურდები", ყაჩაღები და რუსეთის ჯაშუშები ახალმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა. მისი თქმით,  თავის ადვოკატთან ერთად შეეცდება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას. მერაბიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკიდან წასვლას 2 წელიწადში ისედაც აპირებდა, ვინაიდან ვარდების რევოლუცია, "კანონიერი ქურდების" მოსპობა, ჯაშუშების დაკავება, პოლიციის რეფორმა, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ახალი ქალაქების აშენება ერთი ადამიანისთვის საკმარისია პოლიტიკური კარიერის მანძილზე. 

"შემთხვევითი არ არის ჩემი დაკავება 26 მაისის საქმეზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აქციაზე დაღუპულთა მკვლელი პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვებულია. ეს არის ივა ჩიღვინაძე. შემთხვევითი არ არის ჩემი პატიმრობა მაშინ, როცა ჩემ მიერ დაჭერილი ყველა "კანონიერი ქურდი", ყაჩაღი და რუსეთის ჯაშუში გათავისუფლებულია ამ რეჟიმის მიერ. ამ ფონზე ლოგიკურია, რომ მე, როგორც მათთან მებრძოლი, ვიჯდე ციხეში", - განაცხადა მერაბიშვილმა. 

 

კომენტარები