სოზარ სუბარი

მაყურებლები იყვნენ ბაჩოს დროსაც და ახლაც არიან. ჩემი მინისტრად დანიშვნიდან ორ კვირაში ქსანში 5 თანამშრომელი გავათავისუფლეთ იმის გამო, რომ მაყურებლებთან იყვნენ შეკრული. ჩემი მინისტრად დანიშვნიდან მესამე დღეს რუსთავის ციხეში არეულობა პირდაპირ უკავშირდებოდა იმას, რომ მაყურებლებს გამოვუცხადე ბრძოლა. იმ ეტაპზე ეს ბრძოლა წარმატებით ვერ დამთავრდა სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ მაყურებლების მხარე დაიკავა ისე, რომ არ იცოდა, მაყურებლების თამაშს რომ წამოეგო. მაშინ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალდანიშნულმა ციხის უფროსმა აბურჯანიამ ორ მაყურებელს უთხრა, ბაჩოს დრო მოგენატრებათო. საზოგადოებამ ამაზე ხმაური ატეხა, ციხის უფროსმა როგორ გაბედა ამის თქმაო. დღეს იგივე საზოგადოება ყვირის, ციხეში მაყურებლები ისევ არიანო

სასჯელაღსრულების მინისტრი კვირის პალიტრასთან საუბრობს.

კომენტარები