საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა კიბერუსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კიბერუსაფრთოების სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების 2013-2015 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

"საქართველოს ხელისუფლება პირველად აქვეყნებს საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა კიბერშეტევებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ვერ შედგება კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე", - ნათქვამია გავრცელებულ  დოკუმენტში.

სტრატეგია მიზნად ქვეყანაში კიბერუსაფრთხო გარემოს შექმნისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას ისახავს, რაც სახელმწიფო ორგანოების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების კიბერსივრცეში დაცულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტია, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებული მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავდა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები