სასჯელაღსრულების სამინისტრო

გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით სამინისტრომ განცხადების ტექსტი შეცვალა

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტრომ იმ განცხადების ტექსტი შეცვალა, რომელშიც უწყება, დღეს 23 მაისს, ცხაკაიას სახელობის სამედიცინო ცენტრში პატიმრის გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა.

განცხადების თავდაპირველ ვარინატში სამინისტრო აცხადებდა, რომ პატიმარი ლ.კ. კიბეზე დაგორდა და თავის არეში მიიღო დაზიანებები.

მოგვიანებით უწყებამ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფაქტების ახალი ინტერპრეტაცია გაავრცელა:

"მსჯავრდებულმა სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში მიიღო დაზიანებები. პირველადი ინფორმაციით, ლ.კ.-მ დაზიანებები პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიიღო", - ნათქვამია ახალ განცხადებაში.

კომენტარები