სასჯელაღსრულების სამინისტრო

პატიმრისთვის მობილურის გადაცემის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მსჯავრდებულისთვის მობილური ტელეფონის გადაცემის მცდელობისთვის მოქალაქე დააკავა.

"დაკავებულია მოქალაქე ა.კ, რომელიც მობილური ტელეფონის გადაცემას, ამანათის სახით, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, მისი ახლობელი მსჯავრდებულისთვის - ე.ლ-ისთვის ცდილობდა. საამანათო განყოფილებაში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გამორთულ მდგომარეობაში მობილური ტელეფონი ე.ლ.-ი,სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში იყო გახვეული" - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

გამოძიება სსკ-ის 19-3781 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

კომენტარები