თბილისის მერი

უგულავა: დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მეც ვიყო

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ვანო მერაბიშვილის დაკავება ბიძინა ივანიშვილის პირად დაკვეთად შეაფასა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

მერმა ხელისუფლებას ქვეყანაში რეალურად არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა.

"ყველანი ჩამოვლენ, ვინც საჭიროა, არავინ გაქცევას არ აპირებს. თუკი თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მეც ვიყო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ბევრად უფრო მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია და შესაბამისად, ციხე იმასთან შედარებით აბსოლუტურად არაფერი არ არის", - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, უგულავა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. 

კომენტარები