ზვიად ქორიძე

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ის, რომ საზოგადოებამ უნდა დაიწყოს დისკუსია ძალიან ფუნდამენტურ საკითხებზე - როგორი უნდა იყოს სახელმწიფო, რა ღირებულებებზე უნდა გაკეთდეს სახელმწიფო - უნდა გაიხსნას უკვე ეს დისკუსია და აღარ უნდა მოგვერიდოს. და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ბევრი რამ არის დამოკიდებული მთავრობის პროაქტიულ ქმედებაზე. ეს უკვე უნდა მოხდეს დღეს, აი ამ წუთებში, ხვალ, ზეგ... აქ არ არის საუბარი, რომ კონკრეტული დამნაშავეები, რომლების იდენტიფიცირებაც შესაძლებელია, დააკავონ; თუ ორგანიზატორებს გარკვეული პასუხისმგებლობა დაეკისროს. ბოლო-ბოლო გაიგოს საზოგადოებამ, ვინ არიან ორგანიზატორები. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ მთავრობამ მოახდინოს რევიზია საკონსტიტუციო შეთანხმებისა ეკლესიასთან. დაიწყოს ამ თემაზე დისკუსია. ეს აუცილებელია, მე მიმაჩნია. იმიტომ, რომ დღეს ძალიან მწვავედ გამოჩნდა მანკიერებები, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში. ძალიან მწვავედ გამოჩნდა ეს თემები. თუ ჩვენ ამ თემებს ვერ გავუსწორეთ თვალი, არ მინდა რომ ვიყო პესიმისტურად განწყობილი, მაგრამ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფო ძალიან სერიოზულ იზოლაციაში აღმოჩნდეს

კომენტარები