კანონი საერთო სასამართლოების შესახებ

წულუკიანი: საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ძალაში მაინც შევა

https://www.facebook.com

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, ის მხოლოდ მიესალმება, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.  

"მე ერთხელ პრეზიდენტს საჯაროდ მოვუწონე, რომ ამ კანონს ვეტო დაადო, რადგან რაც უნდა მისთვის უსიამოვნო და გასაოცარი იყოს, მოსამართლეებს ამით მიეცათ თვითორგანიზებისთვის მეტი დრო. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ თუ კიდევ უფრო დიდი დრო მიეცემათ მოსამართლეებს, მე პირიქით ამას მივესალმები, რადგან დამატებითი დრო მოსამართლეების სასარგებლოდ მუშაობს", - განაცხადა წულუკიანმა. 

მისივე თქმით, "დღეს, თუ ხვალ, აღნიშნული კანონი ძალაში მაინც შევა".

"დღეს პრეზიდენტი ამ კანონს ხელს მოაწერს თუ არა, გაასაჩივრებს თუ არა, რეალობა არის ერთი - სასამართლო რეფორმის ეს უმნიშვნელოვანესი პირველი ნაბიჯი, დღეს თუ ხვალ, შევა ძალაში და მოსამართლეთა კონფერენცია იქნება გარდაუვალი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საერთო სასამართლოების შესახებ ვეტოდაძლეულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელმოწერის ვადა პრეზიდენტს დღეს ეწურება. 

კომენტარები