საპრეზიდენტო არჩევნები

ნათელაშვილი: მოვუწოდებ ოპოზიციურ სპექტრს, ჩემ სასარგებლოდ მოხსნან კანდიდატურა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მოუწოდა ოპოზიციურ სპექტრს, საპრეზიდენტო არჩევნებზე მის სასარგებლოდ მოხსნან კანდიდატურა. 

"ვინც თავს ოპოზიციონერად მიიჩნევს, დაგვიჭირეთ მხარი, შევქმნათ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. ვისაც წამოყენებული აქვს თავისი კანდიდატურა, მოვუწოდებ, რომ მოხსნას ჩემ სასარგებლოდ", განაცხადა ნათელაშვილმა. 

ნათელაშვილის თქმით, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის კოაბიტაციის ნაყოფია. მისი თქმით, მარგველაშვილი იმ პოლიტიკური რეჟიმის პროდუქტია, რომელიც პოლიტიკურ სივრცეს და ისტორიას უკვე უნდა დამშვიდობებოდა. 

 

კომენტარები