სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინეს

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­კა­ვე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს. ერთ-ერ­თი და­კა­ვე­ბუ­ლის, ბე­სიკ თეთ­ვა­ძის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მი­სი დაც­ვის ქვეშ მყოფს, ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­სა და გაფ­ლან­გვას გუ­ლის­ხმობს.

ად­ვო­კატ და­ვით ხა­ჟა­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ვე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნათ ბრა­ლი სხვა და­კა­ვე­ბუ­ლებ­საც, რამ­დე­ნი­მეს კი - სხვა მუხ­ლე­ბი­თაც.

"თეთ­ვა­ძეს ბრა­ლი 182-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლურ ზო­მად 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, იგი და­ეხ­მა­რა სხვა მუ­შა ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად შპს მე­ქა­ნი­ზა­ტო­რის დი­რექ­ტორს, რომ მი­ეთ­ვი­სე­ბი­ნა და გა­ეფ­ლან­გა მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტი ოდე­ნო­ბის თან­ხა", - გა­ნაც­ხა­და ხა­ჟა­ლი­ამ. 

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალ­დე­ბებს არ აღი­ა­რე­ბენ და თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნო­ბენ. 

შე­გახ­სე­ნებთ, 1-ელ მა­ისს, შსს-ს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს შვი­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი, და­ვით კირ­ვა­ლი­ძე, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. 

კომენტარები