შს მინისტრი

ღარიბაშვილი: პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, სტუ­დენ­ტე­ბის გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის დაშ­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, პო­ლი­ცია ისე მო­იქ­ცა, რო­გორც უნ­და მოქ­ცე­უ­ლი­ყო.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას მი­ე­სალ­მე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლას უნ­და ახ­სოვ­დეს, რომ კა­ნო­ნის დაც­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ სტუ­დენ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცია, ქა­ო­ტურ აქ­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და.

"პო­ლი­ცია მო­იქ­ცა ისე, რო­გორც უნ­და მოქ­ცე­უ­ლი­ყო და და­იც­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე პი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ჩვენ გვაქვს კად­რე­ბი, რომ შემ­ხვედრ მძღოლს სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ ავ­ტო­მან­ქა­ნა და­უ­ზი­ა­ნეს. რამ­დე­ნი­მე პი­რის დეს­ტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით მთელ მა­სას გა­და­ე­დო. ყვე­ლას უნ­და ახ­სოვ­დეს თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­იც­ვას კა­ნო­ნი. პო­ლი­ცი­ის არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რამ­დე­ნი­მე დეს­ტრუქ­ცი­უ­ლი ენერ­გი­ის შემ­ტან­მა პირ­მა უსი­ა­მოვ­ნო შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა", - გა­ნაც­ხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და ამ­გვა­რი რამ ყვე­ლა ნორ­მა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა.

"ჩვენ ვართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ეს არის სა­ხელ­მწი­ფო. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რი გზა უნ­და ავირ­ჩი­ოთ. მივ­მარ­თავ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ გინ­დათ ქა­ო­სი, მხა­რი უნ­და და­უ­ჭი­როთ გუ­შინ­დელ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ფორ­მებს. ხო­ლო თუ გინ­დათ დაწ­ყნა­რე­ბუ­ლი, დამ­შვი­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, უნ­და იყოთ ობი­ექ­ტუ­რი და სი­მარ­თლის მხა­რეს. პო­ლი­ცი­ამ საკ­მა­რის­ზე მე­ტი მო­ით­მი­ნა", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრის თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ ინ­ცი­დენ­ტში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც მოხ­ვდნენ.

"გულ­წრფე­ლად ვწუხ­ვარ იმის გა­მო, რომ ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, თუმ­ცა პო­ლი­ცია ად­გილ­ზე ვერ გა­არ­კვევ­და, ვინ იყო ჟურ­ნა­ლის­ტი და ვინ არა. მიკ­რო­ფო­ნი შე­იძ­ლე­ბა სტუ­დენ­ტებ­მაც და­ი­ჭი­რონ. რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტი გზის გა­და­კეტ­ვას ცდი­ლობ­და და სა­სა­ცი­ლოა ცალ­კე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას. პო­ლი­ცი­ის ქმე­დე­ბა იყო სრუ­ლე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რი", - გა­ნაც­ხა­და შს მი­ნის­ტრმა.

შე­გახ­სე­ნებთ, მშრო­მელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა ლა­ბო­რა­ტო­რია 1918-ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცია ინ­ცი­დენ­ტით დას­რულ­და. პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრა­ცი­ის 20-მდე მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვა.

აქ­ცი­ის დაშ­ლის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წილ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან გა­და­ი­ნაც­ვლა. მა­ლე­ვე, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მათ მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე, სა­სა­მარ­თლო იმ­სჯე­ლებს.

კომენტარები