დავით კირვალიძე

ფანჯიკიძე: პრემიერის წუხილის მიზეზი სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო

facebook.com/maiapanjikidzeofficial

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, მა­ია ფან­ჯი­კი­ძის თქმით, პრე­მი­ე­რის კით­ხვე­ბი­სა და წუ­ხი­ლის მი­ზე­ზი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნიტ­რო იყო. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ფან­ჯი­კი­ძემ, მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუც­ხა­და. 

"თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა­შია საქ­მე, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბამ უნ­და და­ად­გი­ნოს. მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ და­ვით კირ­ვა­ლი­ძე არა­ფერ­ში გა­რე­უ­ლი არ იქ­ნე­ბა, იგი და­ე­ლო­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს და, ალ­ბათ, დას­კვნე­ბი ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი, რო­ცა გა­მო­ძი­ე­ბა დამ­თავ­რდე­ბა", - გა­ნაც­ხა­და ფან­ჯი­კი­ძემ. 

მი­ნის­ტრის თქმით, მას იმე­დი აქვს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა კირ­ვა­ლი­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას და­ად­გენს და იგი შეძ­ლებს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა, და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ  თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თხოვ­ნით მთავ­რო­ბას დღე­ვან­დელ, 2 მა­ი­სის, სხდო­მა­ზე მი­მარ­თა.

კომენტარები