დავით კირვალიძე

თეა წულუკიანი: მჯერა, რომ კირვალიძე კანონთან მართალია

fb.com

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, და­ვით კირ­ვა­ლი­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუც­ხა­და, მას სჯე­რა რომ  კირ­ვა­ლი­ძე კა­ნონ­თან მარ­თა­ლია.

"დღეს ჩემ­თვის, რო­გორც მთავ­რო­ბის ერთ-ერ­თი წევ­რის­თვის არის მძი­მე დღე, იმი­ტომ რომ, ჩვენ გა­მოგ­ვაკ­ლდა ჩვე­ნი ერთ-ერ­თი კო­ლე­გა - და­ვით კირ­ვა­ლი­ძე. ის ამ­ბა­ვი, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი იყო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, ჩემ­თვის, რო­გორც ამ­ბა­ვი ცნო­ბი­ლი იყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ჩი­ნოს­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გუ­შინ მე­დი­ი­დან გა­ვი­გე და არ ვიც­ნობ სის­ხლის სა­მარ­თლის მა­სა­ლებს, ამი­ტომ ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია", - გა­ნაც­ხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა, და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ  თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თხოვ­ნით მთავ­რო­ბას დღე­ვან­დელ, 2 მა­ი­სის, სხდო­მა­ზე მი­მარ­თა. 

კომენტარები