ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

შავდათუაშვილი და პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ფინალისკენ მიიწევენ

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ქართველი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ. ლაშა შავდათუაშვილმა 66კგ წონით კატეგორიაში პირველი ბრძოლა ბელგიელ იესპერ ლეფევერესთან გამართა და იპონით დაამარცხა. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის შემდეგი მეტოქე მირჩა რემუს ლაზეა იყო, რომელსაც შავდათუაშვილმა იუკოთ სძლია. ქართველის შემდეგი მეტოქე უნგრელი ბენსე ზამბორი იქნება. 

60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილმა ჯერ აზერბაიჯანელ ვუგარ შირინლის, შემდეგ კი ჩეხ პაველ პეტრიკოვს იპონით სძლია. ნახევარფინალში პაპინაშვილი ბრიტანელ ეშლი მაკენზის შეხვდება.

 

კომენტარები