რუსული ბაზარი

ბორჯომი რუსულ ბაზარზე დაუშვეს

 "ბორჯომს" რუსულ ბაზარზე დაბრუნების უფლება მიეცა. "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის გენადი ონიშენკოს განცხადებით, ქართული მინერალური წყალი რუსეთის პროდუქციის რეესტრში დარეგისტრირებულია და, შესაბამისად, ბაზარზეც დაშვებულია.

ონიშენკომ განმარტა, რომ ბორჯომის დაბრუნება რუსულ ბაზარზე დაგეგმილზე გვიან იმიტომ შედგა, რომ მინერალური წყლის პირველი პარტია რუსმა სპეციალისტებმა დაიწუნეს.

რუსეთის ბაზარზე აქამდე ორი ღვინის კომპანია, "ქინძმარაულის მარანი" და "დუგლაძის ღვინის სახლი" დაბრუნდა.

 

კომენტარები