ქუთაისის მერია

ქუთაისის მერიაში სანიკიძის კაბინეტი ე.წ. სკოჩით აჭედეს

ქუთაისის მერიაში მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის კაბინეტი მოქალაქეებმა წებოვანი ლენტით "აჭედეს". ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შალვა კამლაძის განცხადებით, გუბაზ სანიკიძე არჩევნების შემდეგ, ოქტომბრიდან დღემდე საერთოდ არ გამოჩენილა შენობაში და შესაბამისად, არც კაბინეტში ყოფილა. მისივე თქმით, გუბაზ სანიკიძეს კანონი ავალდებულებს სამ კვირაში ერთხელ მაინც შეხვდეს ქუთაისელებს, თუმცა თვეობით დადიან ადამიანები და მაჟორიტარი დეპუტატი მათ ერთხელაც არ შეხვედრია. 

 

 

კომენტარები