ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინგა გრიგოლია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა

ჟურნალისტი და თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ინგა გრიგოლია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურის - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა. ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთთან საუბარში ეს ფაქტი ორივე მხარემ - სამინისტრომაც და გრიგოლიამაც დაადასტურა. 

სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გრიგოლია აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი თვის წინ დაინიშნა. 

ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში რამდენი წლის წინ წავიდა. 2010 წელს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის სახელით საკრებულოს დეპუტატი გახდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გრიგოლია ქდმ-ის გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი იყო, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღის ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 

 

 

კომენტარები