საპროტესტო აქცია

ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

ბათუმში, ერას მოედანზე, საპროტესტო აქცია იმართება. სხვადასხვა ობიექტებში თვითნებურად შესახლებულები, აჭარის მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

აქციაში 500-მდე ადამიანი მონაწილეობს. ისინი აცხადებენ, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ''ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობამ მოგვხედოს ხალხს", - აღნიშნავენ აქციაზე მყოფები.

ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ობიექტებში თვითნებურად შესახლებულებს, იქ ყოფნის ვადა 1-ლ აპრილამდე აქვთ, რის შემდეგაც მათი გამოსახლება იგეგმება. 

აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, პარმენ ჯალაღონია, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობამ 1000-მდე თვითნებურად შესახლებული მოსახლის განცხადება განიხილა და ''აღმოჩნდა, რომ სრულ უმრავლესობას საცხოვრებელი ფართი გააჩნია'', შესაბამისად, მთავრობის მოთხოვნა, რომ მათ პირველ აპრილამდე ტერიტორიები დატოვონ, არ იცვლება.

კომენტარები