საქართველოს პარლამენტი

საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებების განხილვა 3 აპრილის სხდომაზე იგეგმება

პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე განიხილავს. 

ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.  

"უმრავლესობის ლიდერების, პრემიერმინიტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვა 3 აპრილს გაიმართება. შესაბამისად, ხვალინდელი რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის მიერ მოწვეულია ამ საკითხის გარეშე", - განაცხადა იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, პრე­ზი­დენ­ტმა, პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მის მოწ­ვე­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 25 მარტის 14:00 საათზე არის მოწვეული. 

გან­კარ­გუ­ლე­ბას, სხდო­მის დღის წეს­რი­გიც თან ერ­თვის, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დე­პუ­ტა­ტე­ბი 49 სა­კით­ხზე იმ­სჯე­ლე­ბენ. გან­სა­ხილ­ველ სა­კით­ხებს შო­რის, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის, სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­პრო­ექ­ტის მე­სა­მე მოს­მე­ნა.

კომენტარები