გორი

გორში საყოფაცხოვრებო ტექნიკით სავსე საწყობი აღმოაჩინეს

გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საყოფაცხოვრებო ტექნიკით სავსე საწყობი აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, აღმოჩენილი მაცივრები, გაზქურები და სხვა საყოფაცხოვრებო ნაწარმი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის, ლექსო ვალიაურის განაცხადებით, მან ამ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურას უკვე მიმართა.

გავრცელებული ინფომაციით, ტექნიკის დიდი ნაწილი, არასათანადო პირობებში შენახვის გამო, მწყობრიდან გამოსულია.

კომენტარები