მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

თემურ ქეცბაიამ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამოძახებულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2014 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს პარიზში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჯვაროსნები 18 მარტს, პარიზში შეიკრიბებიან და საფრანგეთთან მატჩისთვის ადგილზე მოემზადებიან. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების სია საბოლოოდ დაადასტურა და ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“), გიორგი მაკარიძე („ლე მანი“, საფრანგეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („ბაკი“, აზერბაიჯანი), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), დათო კვირკველია („დილა“, გორი), საბა კვერკველია („რუბინი“, რუსეთი)

ნახევარმცველები: ალექსანდრე კობახიძე („არსენალი“ კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), ელგუჯა გრიგალაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი მაისურაძე („დილა“, გორი), მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე „კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), დავით დევდარიანი („ორჰუსი“, დანია)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ლეგია“, პოლონეთი), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), ნიკოლოზ გელაშვილი („ბოხუმი“, გერმანია)

საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ხორვატი მსაჯები მოემსახურებიან: მთავარი მსაჯი -ივან ბებეკი; ასისტენტები - ტომისლავ პეტროვიჩი და მირო გრგიჩი; მეოთხე ოფიციალური - დომაგოი ვუჩკოვი.

კვიპროსიდან პირდაპირ პარიზში ჩავა ნაკრების თავკაციც. ჩვენი ეროვნული გუნდი, მატჩამდე ყოველდღიურ ვარჯიშებს პარიზშივე გამართავს. მატჩის წინა დღეს კი, „სტად დე ფრანსზე“ ივარჯიშებს.

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - დიდიე დეშამმაც უკვე გამოაქვეყნა გუნდის შემადგენლობა.

მეკარეები: მიქაელ ლანდრო („ბასტია“, საფრანგეთი), უგო ლორისი („ტოტენჰემი“, ინგლისი), სტივ მანდანდა („მარსელი“, საფრანგეთი)

მცველები: გაელ კლიში („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), მატიუ დებუში, მაპუ იანგამბივა (ორივე „ნიუკასლი“, ინგლისი), პატრის ევრა („მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისი), ლორენ კოშიელნი, ბაკარი სანია (ორივე „არსენალი“, ინგლისი), ადილ რამი („ვალენსია“, ესპანეთი), მამადუ საჰო, კრისტოფ ჟალე (ორივე „პსჟ“, საფრანგეთი), რაფაელ ვარანი („რეალი“, ესპანეთი)

ნახევარმცველები: იოან კაბაიე, მუსა სისოკო (ორივე „ნიუკასლი“, ინგლისი), ეტიენ კაპუიე („ტულუზა“, საფრანგეთი), მაქსიმ გონალონი („ლიონი“, საფრანგეთი), ბლეიზ მატიუიდი („პსჟ“, საფრანგეთი), მატიუ ვალბუენა („მარსელი“, საფრანგეთი), დიმიტრი პაიე („ლილი“, საფრანგეთი), პოლ პოგბა („იუვენტუსი“, იტალია)

თავდამსხმელები: რომაინ ალესანდრინი („რენი“, საფრანგეთი), ქარიმ ბენზემა („რეალი“, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ („არსენალი“, ინგლისი), ბაფეტიმბი გომისი („ლიონი“, საფრანგეთი), ჯერემი მენეზი („პსჟ“, საფრანგეთი), ფრანკ რიბერი („ბაიერნი“, გერმანია), ლოიკ რემი („ნიუკასლი“, ინგლისი)

 

 

კომენტარები