უეფას ევროპის ლიგა

დავიდ ლუისს ევროპის ლიგის მოგება სურს

დღეს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ლონდონის ჩელსი ევროპა ლიგის მატჩში ბუქარესტის სტიაუას შეხვდება.

რუმინეთში გამგზავრებამდე, ლონდონელებმა პრაღის სპარტას სძლიეს, ხოლო სტიაუამ ამსტერდამის აიაქსი დაამარცხა.

- ეს მორიგი ტიტულის მოპოვების შესანიშნავი შანსია. გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და გულშემატკივრები გავახარეთ, თუმცა ახლა კვლავ მსურს რაიმეს მოგება. ვფიქრობ, ასე უნდა ფიქრობდეს მთელი გუნდი - დღევანდელი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ შემდეგ ევროპის ლიგის თასიც მოვიპოვოთ, - განაცხადა დავიდ ლუისმა.

- ნებისმიერ ტურნირზე, სადაც ვთამაშობთ, ყოველთვის მოსაგებად გამოვდივართ. შემდეგი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და შევეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. პრემიერლიგაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სეზონი ოთხეულში დავამთავროთ, მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს თასზეც, თუმცა ეს ფაქტი ევროპა ლიგაზე კონცენტრაციისთვის ხელს არ შეგვიშლის, - ეს რაფაელ ბენიტესის სიტყვებია.

კომენტარები