მთავრობა

ბიძინა ივანიშვილი მზად არის პრეზიდენტს ორშაბათს შეხვდეს

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა. პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, მიხეილ სააკაშვილს ორშაბათს, დილით შეხვდეს. 

''დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ორშაბათს, დილის საათებში შეხვედრას სთავაზობს. საქართველოს პრემიერმინისტრი კვლავაც გამოთქვამს თანხმობას და მზად არის შეხვდეს პრეზიდენტს'', - ნათქვამია პრემიერმინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

 

კომენტარები