აშშ-საქართველო

აშშ-ის ელჩი პატრიარქს შეხვდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩოს facebook გვერდი ავრცელებს. 

" ბატონი ნორლანდი და მისი მეუღლე პატრიარქს ესტუმრნენ, მისივე მიწვევით. პატრიარქმა და ელჩმა ისაუბრეს საქართველოს საშინაო საქმეებში პროგრესზე და მთავრობისა და ოპოზიციის მცდელობებზე, მოაგვარონ არსებული დაძაბულობა. პატრიარქმა მოუწოდა საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, დაეხმარონ ქართველ ხალხს, რათა ქვეყანამ მოახერხოს სამართლის ძიებასა და შურისძიების თავიდან აცილებას შორის ბალანსის პოვნა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები