სასამართლო

სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. განცხადების მიხედვით, პროკურატურამ ვერ დაასაბუთა გირაოს სახით 1 000 000 ლარის შეფარდების საფუძველი და სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა უგულავას მიერ მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები. შესაბამისად, უგულავას მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონიძიების არცერთი სახე.  

"სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლები იყო ზოგადი და დაუსაბუთებელი, სასამართლოს განჩინებით ბრალდების მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გიორგი უგულავა არ იქნა გადაყენებული თანამდებობიდან", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

გიგი უგულავას საქმის სასამართლო განხილვისას დაშვებული იყო ფოტო და ვიდეოგადაღება.  შემდეგი პროცესი საქმესთან დაკავშირებით 13 აპრილს გაიმართება. 

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლი­სის მერს, გი­გი უგუ­ლა­ვას, ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ბრა­ლი სხვი­სი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მით­ვი­სე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მუხ­ლე­ბით წა­უ­ყე­ნა. 

 

კომენტარები