საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: რა მილიონებსა და მილიარდებზე გველაპარაკებიან?

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებისა და პროკურატურის მოთხოვნების შესახებ ისაუბრა. 
მისი თქმით, პროკურატურამ გიგი უგულავასთვის იმ თანხის დაკისრება გადაწყვიტა, რომელიც მას ''ფიზიკურად არ შეიძლება ჰქონდეს''.
"მილიონიანი გირაო იმ ხალხის უცნაური ფანტაზიის ნაყოფია, რომელთაც ვერაფრით ვერ დაიჯერეს და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენს მთავრობაში მილიონებს არავინ აკეთებდა, ვერ გააკეთებდა, არ გააკეთებდა, არ გავაკეთებინებდით და ეს არ იყო ჩვენი მოწოდება. ვერ დაიჯერა ამ ხალხმა, რომ შეიძლება მართლა გულწრფელად გინდოდეს შენი ქვეყნის აშენება და პირადი ჯიბის გასქელება შეიძლება არ იყოს შენი მოტივაცია. რა მილიონებსა და მილიარდებზე გველაპარაკებიან? გველაპარაკება ის ხალხი, ვინც მართლა აკეთებდა ამას 90-იან წლებში და, ვინც დაბრუნდა ახლა თანამდებობებზე. ვისაც ვერ წარმოუდგენია, რომ თუ არ ვაკეთებდით მილიონებს, ე.ი სულელები და ბრიყვები ვიყავით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  
პრეზიდენტმა ქალაქის მერის სასამართლო პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად შეაფასა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერი, პრეზიდენტის შემდეგ, ყველაზე მაღალი ხმების რაოდენობით, პირდაპირი წესით არჩეული თანამდებობის პირია. 
"ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო რამ და ძალიან საგანგაშო. მე ვფიქრობ, რომ თავი ისეთ უხერხულ ვითარებაში არ უნდა ჩავაყენოთ, რომ საქართველოს ზოგადი პრობლემები შეექმნას შემდგომი დემოკრატიზაციისა და კანონის უზენაესობის კუთხით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შე­გახ­სე­ნებთ, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქა­ლა­ქის მე­რის, გი­გი უგუ­ლა­ვას­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, 1 მლნ ლა­რის გი­რა­ოს და­კის­რე­ბა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა მო­ით­ხო­ვა.

გი­გი უგუ­ლა­ვას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. 

კომენტარები