მთავარი პროკურატურა

არჩილ კბილაშვილი: უგულავას საქმეში მრავალი მტკიცებულებაა

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, რომ თბილისის მერს ბრალი წარედგინოს. "არის მოწმეთა ჩვენები, არის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხელშეკრულებები, თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები და მრავალი სხვა რამ, რაც ადასტურებს, რომ სახეზე გვაქვს თანხების მითვისება, გაფლანგვა. შემიძლია დავადასტურო, რომ საინფორმაციო პოლიტიკას მართავდა გიგი უგულავა, ხოლო აფინანსებდა კეზერაშვილი. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჯოზეფ ქეის, მოწმის ჩვენება, სადაც ის დეტალურად აღწერს როგორ ხდებოდა 2008 წლის იანვრიდან ამავე წლის დეკემბრამდე. ჯოზეფ ქეი ამბობს, რომ დროის ამ პერიოდში, როდესაც ის ითვლებოდა იმედის მესაკუთრედ, სინამდვილეში, მესაკუთრის უფლებამოსილებებს ვერ ახორციელებდა და სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა, ხოლო ფინანსური მხარდაჭერა უნდა შეესრულებინა დავით კეზერაშვილს, თუმცა ქეის ჩვენებით, ის ამას არ ასრულებდა და თვითონ უწევდა საოპერაციო ხარჯების გაღება 2008 წლის განმავლობაში. ამან, მისი ინფორმაციით, 11 მილიონი დოლარი შეადგინა", - განაცხადა კბილაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.  

კომენტარები