დღეს, 22 თებერვალს, თბილისში, ნუცუბიძის N26-ში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი 45 წლის დევი სირაძე შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ღამის ორ საათზე მომხდარი შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილია. მას თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში უკე კითხავენ.
შემთხვევის მიზეზები და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს კრიმინალური პოლიცია იძიებს.
დევი სირაძე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი 2009 წლიდან იყო. ის ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დევი სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.




