კასპის პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა შენობის მინები, დაზიანდა ფასადი და შესასვლელთან მდგარი მანქანები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაპატიმრების შესახებ.
სამართალდამცავების ცნობით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება) მიმდინარეობს, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





