საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: სამინისტრომ პოლიციელის დაჭრა მხოლოდ გუნავას მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაახმაურა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავასთან ერთად, ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი პოლიციელი დავით ქვარაია მოინახულა. 
სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცხადა, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დაჭრის ფაქტი მხოლოდ თენგიზ გუნავას მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაახმაურა.
"გაიგეს, რომ დღეს აქ ჩამოვდიოდი, დილით 05.00 საათზე გამოვიდნენ თბილისიდან, რომ ჩემზე წინ მოსულიყვნენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილი დღესვე მედპერსონალისთვის ორი თვის გაუცემელი ხელფასების საკითხსაც გამოეხმაურა და მოუწოდა ხელისუფლებას, აღნიშნულ საკითხს "მიხედონ და შეეშვან კაბინეტებში ჯდომას". 

კომენტარები