აშშ-ის საელჩო

რიჩარდ ნორლანდი: ვფიქრობ, ყველასთვის გაკვეთილი იყო პარასკევის ძალადობა

"ვფიქრობ, ყველასთვის გაკვეთილი იყო პარასკევის ძალადობა, რადგან არავის უნდა, საქართველოს პოლიტიკა საშიში მიმართულებით, წარსულში წავიდეს", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან  თავდაცვის სამინისტროში განაცხადა.

ელჩმა პრემიერისა და პრეზიდენტის საჯარო განცხადებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეებმა კონსტრუქციული პოზიციები დაიკავეს და წარმატებული კოაბიტაციის გზებს ეძებენ. 

"კონსტრუქციული განცხადებები გაკეთდა ორივე მხრიდან, რომელსაც, ვფიქრობ, შესაბამისი მხარეები სწავლობენ და ეძებენ გზებს, რომ ამ პოზიტიური ფრაზების და იდეების საფუძვეზე იპოვონ გზები წარმატებული კოაბიტაციის მისაღწევად, რადგან მათ იციან, რომ ეს საქართველოს ინტერესებშია. საერთაშორისო საზოგადოების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ გზა გამონახოს და საქართველომ გააგრძელოს სვლა პოზიტიური მიმართულებით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დავით უსუფაშვილი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდეს. 

კომენტარები