შსს

გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ლევან ბეჟაშვილი და კობა ხაბაზი შსს-მ დაკითხვაზე დაიბარა

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ძალადობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკითხვაზე დაიბარა თბილისის მერი გიგი უგულავა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები - დეპუტატი გიორგი კანდელაკი, ასევე ლევან ბეჟაშვილი და კობა ხაბაზი. 
თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიგი უგულავა მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, თუმცა, წინასწარ გაწერილი განრიგის გამო, პოლიციაში მისვლას არ აპირებს და სამართალდამცველებს თბილისის მერიაში ელოდება.
დეპუტატ გიორგი კანდელაკის განმარტებით კი, იგი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. მისივე ინფორმაცით, ამ თემაზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საერთო პოზიცია შემუშავებული აქვთ, რომელსაც უახლოეს საათებში გამოაცხადებენ. 

კომენტარები