
ფილმის "მაიტა ნასოსი" რეჟისორის და მთავარი როლის შემსრულებლის თქმით, მთელი ცხოვრების მანძილზე "მესაჯდომეები" მის უფლებებს ლახავდნენ. ჯაჭვლიანს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა ფორმით არღვევდნენ მის უფლებებს "მესაჯდომეები", თუმცა აღშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მედია უფრო მეტ ყურადღებას უთმობს "მესაჯდომეებს", ვიდრე ქართველ სპორტსმენებს.
დეპუტატის თქმით, ის არ აპირებს სექსუალური უმცირესობების მიმართ ასავალ-დასავალისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას. მისი თქმით, როდესაც ეს განცხადება გააკეთა, ის ჯერ არ იყო დეპუტატობის კანდიდატი.





