საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: საქართველო ისეთი იქნება, როგორიც ერთაოზს წარმოედგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ელდარ შენგელაიას 80 წლის იუბილე მიულოცა და კინომატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. 

"ელდარ შენგელაია არის სულით ახალგაზრდა, რადგან არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ახალს სწავლობს და ყველაფერ ახალს უყურებს კეთილი თვალით, ესეც არის გენიოსობის დამახასიათებელი თვისება. რა თქმა უნდა, ყველანი გავფრინდებით, აუცილებლად, ჩვენი ქვეყანაც გაფრინდება ყველა იმის ჯინაზე, ვისაც უნდა დაგვაკავოს, დაგვამიწოს, ცხრაკლიტულში მოგვათავსოს. ჩვენი მთავარი ნატვრა ახდება, ყველაზე გაბედული რაღაცები მოხდება და საქართველო ისეთი იქნება, როგორიც ერთაოზს წარმოედგინა და, როგორც ჩვენ ყველას გვინდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ელდარ შენგელაიას შემოქმედებასა და მის მიერ გადაღებული ფილმების მხატვრულ ღირებულებებზეც ისაუბრა და სამომავლოდ წარმატებებიც უსურვა. 

 

კომენტარები