საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა. როგორც დავოსში მყოფმა პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ''ის არ განსაზღვრავს პატიმრების არც გათავისუფლებას და არც დაჭერას''.
"იმას, რაც მე არ მეხება, როგორც წესი, მე არ ვეხები, მე არ განვსაზღვრავ არც პატიმრების გათავისუფლებას, არც დაჭერას და არც პროკურატურას არ მივუთითებ. სომხეთშიც ამის კარგი მაგალითი იყო. მე დამისვეს შეკითხვა, მაგრამ მასზე პასუხი არ გამიცია, არ ვარ კომპეტენტური- მეთქი ვუპასუხე და მაშინვე გადავამისამართე. მგონი, სოზარ სუბარმა გასცა პასუხი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს პრემიერ ივანიშვილის ძალიან მძიმე შეცდომაა.





