პროკურატურა

თბილისის მერის მოადგილეს პროკურატურა კითხავს

თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი, პროკურატურაში დაიბარეს. დაკითხვაზე ხიზანეიშვილი ადვოკატის გარეშე მივიდა. შენობაში შესვლამდე, მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა საკითხზე უნდა მოხდეს მისი დაკითხვა. სავარაუდოდ, იგი მოწმის სახით დაიკითხება. 
ამ ფაქტის გასაპროტესტებლად პროკურატურის შენობასთან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები შეიკრიბნენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კოკი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტარიელ ხიზანეიშვილის პროკურატურაში დაბარება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ დაწყებული აქციის ნაწილია. 

კომენტარები