მთავარი პროკურატურა

პროკურატურა მხარს დაუჭერს ბედუკაძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მხარს დაუჭერს. სასამართლო ბედუკაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას დღეს განიხილავს. განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ  ვლადიმერ ბედუქაძე თავად დაბრუნდა ქვეყანაში გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით, რაც პროკურატურამ მხედველობაში მიიღო.

"მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა უკვე მიიღო მისგან ვრცელი ჩვენება სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების სკანდალური კადრებისა და სასჯელაღსრულების სისტემაში გავრცელებული და განხორციელებული სისტემური ძალადობებისა და კონკრეტული დანაშაულების შესახებ", - აღნიშნავს პროკურატურა. 

კომენტარები