დაკითხვა

ვარშალომიძე პრივატიზებასთან დაკავშირებთ დაკითხეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 28 დეკემბერს საღამოს მოწმის სტატუსით დაკითხეს. როგორც ვარშალომიძემ დაკითვიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, კითხვები შეეხებოდა პრივატიზაციის საკითხს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტებზე იყო საუბარი. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ვარშალომიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მსგავსი ტიპის დაკითხვებმა შესაძლოა ინვესტორები დააფრთხოს და ისინი ქვეყნიდან წავიდნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ოფისის წინ ლევან ვარშალომიძეს რანმდენიმე ახალგარზდა დახვდა, რომლებიც მთავრიობის ყოფილი თავმჯდომარის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. მათსა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის შეხლა-შემოიხლაც მოხდა.

 

კომენტარები