ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ჩვენ საქმე გვაქვს სისტემასთან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივ სისტემად

ტელეკომპანია იმედთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებისთვის, უმცირესობის წარმომადგენლებისთვის და საკუთარი გუნდის წევრებისთვის დაკავებებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.  
ამ ინტერვიუს ნაწილს ტაბულა უცვლელად გთავაზობთ: 
"მე დავიწყებდი იმით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სისტემასთან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივ სისტემად და ამ სისტემის მსხვერპლნი არიან ძალიან ბევრი ყოფილი ჩინოვნიკები. მე კიდევ გავიხსენებ, რომ პირველ წლებში მეც ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა სააკაშვილთან, მეც ბევრს ვეხმარებოდი, ბევრ რჩევებს ვაძლევდი. იმის შემდგომ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ის ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდა და - განსაკუთრებით 7 ნოემბერი და თქვენი ტელევიზია (იმედი), რომელიც ახლა დაიბრუნეთ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში... როდესაც შევნიშნე, როგორ დაარბიეს, როგორ მიისაკუთრეს - ამის შემდგომ მე მასთან შევწყვიტე ურთიერთობა. მე ეს მოვახერხე თავისუფლად. მაგრამ, ძალიან ბევრმა გუნდის წევრმა, ვინც ისევე ენდობოდა მას, ისევე მიჰყვებოდა მას, როგორც მე პირველ ეტაპზე ვეხმარებოდი, ვერ მოახერხა და არ იყო ასე იოლი ასე მარტივად გამოსვლა ამ გუნდიდან და ამ პირვანდელი გუნდს შემდგომ წევრები დაემატნენ, მთავრობის წევრები მაქვს მხედველობაში წინა ხელისუფლების, მოხერხდა ჩამოყალიბება სისტემის, ჩემი აზრით, დანაშაულებრივი სისტემის. 
ამ სისტემის მსხვერპლნი გახდნენ ძალიან ბევრი ყოფილი ჩინოვნიკები. ჩემი აზრით, ამ სისტემის მსხვერპლია ძალიან ბევრი, თვითონ მისი დამფუძნებელი - სააკაშვილი და მისი ძირითადი იდეოლოგებიც. 
აი, ამის დასაბუთებას, რომ ეს არის დანაშაულებრივი სისტემა, ძალიან დიდხანს ვცდილობდი მე არჩევნების პროცესში და არჩევნების შემდგომაც. 
რამეთუ ევროპელები და ამერიკელები - ეს კოჰაბიტაცია, ურთიერთობა და ძალიან მკაცრი მოთხოვნები როგორ ხდება დაპატიმრებები. თვითონ რეაქცია პირველი დღიდან, პირველი დაპატიმრებიდან ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის აგრესიული დამოკიდებულება, რომ ყველა დაპატიმრება ითვლებოდა პოლიტიკურად, ყველა ჩვენი ქმედება ითვლებოდა შერჩევით სამართლად და ამის მაქსიმალური აჟიტირება ხდებოდა. 
ჩვენი გუნდიდან დღეს არავინ არ იცის, რომ მე ამას შეგნებულად ვუკეთებდი პროვოცირებას. პროვოცირება ამას არ შეიძლება დავარქვათ, თუმცა ეს სიტყვა პროვოცირება გნებავთ დატოვეთ, მაგრამ აქვე განმარტებას გავაკეთებ. მე მაქვს მხედველობაში ის, რომ მაქსიმალურად ხელს არ ვუშლიდი პროცესებს. მე სამართალდამცავ სტრუქტურებს არ მივუთითებდი, მაგრამ შემეძლო შეფერხება ალბათ, რომ პოლიტიკურად არ არის გამართული ეს, ჯობია მოვუსმინოთ ევროპელებს, მოვუსმინოთ ამერიკელებს და ჯობია ეს დროში გავწელოთ და ასე შემდგომ და ნუ გამოვიწვევთ რაღაც ახალ საშინელებას. 
ევროპელებიც და ამერიკელებიც, ვინც დღეს მოგვიწოდებენ სხვათა შორის კოჰაბიტაციაზე, და რომ ძალიან აღშფოთებულნი არიან ამდენი დაჭერებით, იყვნენ პირველ ეტაპზე, თუმცა ახლა აბსოლუტურად ყველამ ყველაფერი გაიგო რაც ხდებოდა, და განსაკუთრებული აღშფოთება შეინარჩუნა ისევ უმცირესობამ, ვინც თვლის, რომ მიდის შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება და მხოლოდ ამ კუთხით მოგვაწოდებდა... რა ხდება რეალობაში და რა ხდებოდა რეალობაში, რაც მე ძალიან კარგად მქონდა გათვლილი პირველივე დღიდან მთავრობაში მოსვლის - და ეხლა მინდა განმარტებები გავუკეთო უმცირესობასაც, საზოგადოებასაც და თუ ნებავთ უმრავლესობასაც, საკუთარი გუნდის წევრებსაც.
ჩემი მიზანი იყო, რა თქმა უნდა, ამ დანაშაულებრივ სისტემასთან ბრძოლა. ჩემი მიზანი იყო და რჩება დღესაც იგივე. და არასდროს არ ყოფილა ჩემი მიზანი ხელისუფლებაში სავარძლისთვის მოსვლა... და არც ვინმეს დასჯა და შურისგება. ეს არ არის ჩემი ხასიათი, მე არა ვარ ასეთი პიროვნება, რომ შური ვიძიო და ვინმეს დასჯისთვის გავისარჯო. 
მე მინდა, რომ საზოგადოებამ და, მათ რიცხვში საერთაშორისო თანამეგობრობამაც, კარგად დაინახოს ეს დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც აიგო ამ 8 წლის განმავლობაში, ამ გუნდის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი. და, რა თქმა უნდა, არა მარტო დავანახო, არამედ უარი ვათქმევინო ყველას, ვინც ამ სისტემას კიდევ მხარს უჭერს. ეს არის, რა თქმა უნდა, მირიადი, რომ  უარი უნდა ვთქვათ ამ სისტემაზე და უნდა მოვახერხოთ როგორმე ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ სისტემიდან და გამოვიყვანოთ მათ რიცხვში ის წევრებიც,  ვინც მონაწილეობა მიიღეს მის აშენებასა და აგებაში და მის იდეოლოგიაში, და რომლებიც თვითონვე ხდებიან დღეს მსხვერპლი იმ სისტემის, რომლის აგებაშიც მათ ძალიან დიდი დრო დახარჯეს. მსხვერპლი გახლავთ თვითონ სააკაშვილიც, საკუთარ იდეოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის.
...საერთოდ მედიცინაში არსებობს, არატრადიციულში განსაკუთრებით, რომ დაავადებას თუ გინდა უმკურნალო, სწორი მკურნალობის პროცესში ის დაავადება მაქსიმალურად პიკში ადის, მაქსიმალურად გამომჟღავნდება და იჩენს თავს და  შემდეგ ხდება მისი უგულებელყოფა და მისი განეიტრალება.
აი, დაახლოებით ამას მივდევდი მეც, ამიტომაც მე არ ვერეოდი პროცესებში, და გუნდის ბევრმა წევრმა, გარწმუნებთ, სამართალდამცავებმა, პოლიტიკურად არ იცოდნენ, არ იცოდნენ არც სხვა პოლიტიკოსებმა და არც სხვა, გარდა უსუფაშვილისა, მე ვუთხარი ეს 2 დღის წინ...
ახლა შევეცდები ავუხსნა ყველას ის, რომ ევროპელებიც მოგვიწოდებდნენ, ამერიკელებიც მოგვიწოდებდნენ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილიც, და აგრესიულად მოითხოვდნენ უმცირესობის მხრიდანაც, რომ უნდა შეჩერდეს დაჭერები და უნდა მოხდეს კოჰაპიტაცია, და პოლიტიკურად ამას ითხოვდნენ აშკარად, ჩემგანაც, მე არ ვერეოდი და ეს მაქვს მხედველობაში დაავადების მაქსიმალურ გამოვლინებაში. მე არ ვერეოდი პოლიტიკურად, თუმცაღა, არ დავიწყებ კეკლუცობას, რა თქმა უნდა, ამის ბერკეტები გამაჩნდა, რომ მომეწოდებინა პოლიტიკურად, რომ აი, ჩვენ შეიძლება გავამწვავოთ დაავადება. რა მაქვს მხედველობაში - აი რა დაავადებას გაამწვავებდით და რასაც მე ხელი არ შევუშალე... რაც უკვე ემჩნევა ჩვენს პრეზიდენტს, აი მოვიდა იქ, სადაც მე მინდოდა ზუსტად და გამოამჟღავნა.
ახლა თუ ანალიზს გავაკეთებთ მისი გამონათქვამების, ყველა დაინახავს და წაიკითხავს, თუმცაღა, საუბედუროდ, საზოგადოებაში ვერავინ ვერ ახერხებს ამ ანალიზის გაკეთებას... ვერც ერთი პოლიტოლოგის ვერ ვნახე და ვერც ერთი ექსპერტის გაკეთებული. მაგრამ მე შემიძლია დავალაგო ახლა ყველაფერი.
დიახ, აი ზუსტად აქ მინდოდა მოსულიყო ეს. ზუსტად მაქსიმალურად ვაჩვენე იმ დაავადების ყველაზე მწვავე ადგილი და მწვავე პროცესი, რომ ყველასთვის დასანახი და გასაგები იყოს რა სისტემა ააშენა ამ ხალხმა და რა სისტემის იდეოლოგი გახლდათ სააკაშვილი", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები