მაღალი მოდა

Givenchy უარს ამბობს haute couture-ის შექმნაზე

Givenchy haute couture-ის კოლექციას აღარ შექმნის, ამის შესახებ მოდის სახლის ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

ბრენდი არ წარადგენს კოლექციას მომავალი წლის იანვარში პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე. ამის მიუხედავად, ცნობილი გახდა ისიც, რომ Givenchy-ის კრეატიული ხელმძღვანელი, რიკარდო ტიში, ამ სფეროში მოღვაწეობას თავს არ დაანებებს და გააგრძელებს კაბების შექმნას, რომლებიც მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარად შეიკერება. დიზაინერი ამისთვის დახურულ ჩვენებებს მოაწყობს.

Givenchy-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, იქიდან გამომდინარე, რომ haute couture-ის კოლექციების შექმნას სერიოზული ფინანსური მოგება არ მოაქვს. გამონაკლისს ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ Chanel-ის haute couture-ის ხაზი წარმოადგენდა.

 

კომენტარები