მაღალი მოდა

Louis Vuitton-მა ახალი ჩექმა გამოუშვა, რომელიც დაბალყელიანი ფეხსაცმლის ილუზიას ქმნის

© Louis Vuitton

ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vuitton-მა გაყიდვაში ჩექმების ახალი მოდელი ჩაუშვა - Illusion High Boot, რომელიც შიშველი ფეხის და დაბალყელიანი ფეხსაცმლის ოპტიკურ ილუზიას ქმნის. ჩექმა 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე იყო წარდგენილი და ნოემბრიდან ფეხსაცმელები უკვე გაყიდვაშია.

Louis Vuitton-ის ახალი ჩექმები ხბოს ტყავისგანაა შეკერილი და ოპტიკური ილუზიის ეფექტის მისაღწევად ხელითაა მოხატული. 

ფეხსაცმლის ფასი Louis Vuitton-ის ოფიციალურ საიტზე  2 470 ამერიკული დოლარია. ჩექმების ეს მოდელი ორ სხვადასხვა კანის ფერშია წარმოდგენილი. ასევე ხელმისაწვდომია ამ მოდელის შედარებით დაბალყელიანი ვარიანტიც. 

კომენტარები